საქართველოს საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი კარბელაშვილის განცხადება
საქართველოში გასული ხუთი წლის განმავლობაში საჰაერო მოძრაობის ნაკადი ზრდას განიცდიდა და საქართველოს მთლიანი ავიაციის ინფრასტრუქტურის დაგეგმილი განვითარების გათვალისწინებით, ნათელია, რომ ჩვენ შპს "საქაერონავიგაცია" კიდევ ერთხელ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ შეგვიძლია უსაფრთხო, ორგანიზებული, სწრაფი და ეფექტური საჰაერო მართვასთან დაკავშირებული მომსახურების უზრუნველყოფა.
ცვლილებებით აღსავსე გარემო სწრაფად ცვლადი ტექნოლოგიებით საქართველოს საჰაერო ნავიგაციისათვის ახალი გამოწვევაა, მაგრამ ვიცი რა შპს "საქაერონავიგაციის" თანამშრომლების დამოკიდებულებისა და თავდადების დონე, ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მომავალს მზარდი ოპტიმიზმით ვუყურებ. ფაქტობრივად, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმების აჩქარება, რათა დავაკმაყოფილოთ გაზრდილი მოთხოვნილება. ჩვენ სრულად დავნერგეთ მრავალი მოდერნიზებული სისტემა, რომელიც აძლიერებს უსაფრთხოებას, ზრდის სისტემის ტევადობას და აუმჯობესებს ეფექტურობას. მოსალოდნელია კიდევ სხვა ახალი მოდერნიზებული სისტემები. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია სრულად გამოვხატოთ მადლიერება ჩვენი ყველა პარტნიორისა და მომხმარებლის მიმართ იმ კონსტრუქტიული მოქმედებისა და მხარდაჭერისათვის რომელსაც გვიწევდნენ გასული წლების განმავლობაში.
საქართველოს საჰაერო სივრცე, ევროპა-აზიის საჰაერო დერეფნის ყველზე მნიშვნელოვანი ნაწილია, გახსნილი გულებითა და უსაფრთხო ცით, და განვითარებისადმი როგორც უმთავრესი საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულებით, სრულიად გვჯერა რომ საქართველოს ცა ისევე როგორც ყოველთვის უსაფრთხო და სტუმართმოყვარე დარჩება.
გიორგი კარბელაშვილი
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
|