მესტია

მესტიის აეროპორტის შენობა განსაკუთრებულია თავისი ორიგინალური დიზაინით. უმშვენიერეს მთებში განთავსებული აეროპორტი 2010 წლის 24 დეკემბერს გაიხსნა.

უსაფრთხო ფრენების უზრუნველსაყოფად, აქ  უმაღლესი სტანდარტის სანავიგაციო სისტემებია დამონტაჟებული. 1200 მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი თანამედროვე განათების სისტემითა არის აღჭურვილი. 2011 წელს მესტიის აეროპორტისათვის  შპს "საქაერონავიგაციამ" ბრიტანული კომპანია METALITE AVIATION LIGHTING-ის მიერ წარმოებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოძრავი შუქ-სასიგნალო სისტემა CALKIT და გლისადის ვიზუალური ინდიკაციის  სანათი PAPI შეიძინა.  ამავე წელს კომპანიამ მესტიაში, ზურულდის მთაზე  მიმყვანი რადიოსადგური  NDB VR500 დაამონტაჟა, რომელიც კანადური კომპანია NAUTEL-ის მიერ არის წარმოებული. მოწყობილობა მესტიის აეროპორტისაკენ  მარშუტის გაკვლევას უზრუნველყოფს .

 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon