26 აგვისტო 2016
შპს „საქაერონავიგაცია“ ლვოვის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის გახსნის ცერემონიაზე

უკრაინის საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერის (UkSATSE) მოწვევით, 26 აგვისტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ დელეგაცია  ლვოვის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი რეგიონალური ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ლვოვში საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა  2013 წელს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეგიონალურ ცენტრში დამონტაჟდა თანამედროვე საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემა (Roksolana).

“ვულოცავ, უკრაინას ახალი რეგიონალური მართვის ცენტრის გახსნას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ფრენის უსაფრთხოების დონეს ქვეყანაში. საქაერონავიგაცია წლებია თანამშრომლობს უკრაინელ კოლეგებთან. ჩვენი მჭირდო, მეგობრული ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება და ამით, კიდევ უფრო ავამაღლოთ ჩვენი კომპანიების მომსახურების ხარისხი.“ - განაცხადა შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

ლვოვის რეგინალური მართვის ცენტრი საჰაერო სივრცეს უკრაინის  რვა რეგიონში აკონტროლებს. დღეისათვის ის აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული სისტემებითა და სანავიგაციო საშუალებებით. 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon