ახალი ამბები

საქაერონავიგაციის სპეციალური განცხადება

გვსურს გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების დარღვევაზე, რომელიც გამოწვეულია რუსეთის საჰაერო ძალების აქტიურობით, კერძოდ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვით 2008 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე. დარეგისტრირებულია უამრავი სერიოზული დარღვევა.

2008 წლის 8 აგვისტოს 08:03 საათიდან დაწყებული ვაკვირდებოდით უამრავ უცხოური სამხედროების ფრენას საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი თბილისის ტერმინალის მოძრაობის ზონაში.

2008 წლის 9 აგვისტოს 00:30 საათზე ბომბი სენაკის მონოიმპულსური მეორადი დაკვირვების ლოკატორთან 150 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა. 2008 წლის 11 აგვისტოს 04:37 საათზე სამხედრო საჰაერო ხომალდმა რაკეტით იერიში მიიტანა სამოქალაქო სალოკაციო კომპლექსზე ASR-12 (პირველადი მონოიმპულსური დაკვირვების ლოკატორი) და იგი სრულიად გაანადგურა.

ამ მომენტისათვის საქაერონავიგაცია ნორმალურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.